logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: 2010 წელს ასეთ ფაქტს შვესწარი...
- +

31 ოქტომბერი. 2016. 16:11



„გიორგი ტუღუშის პოზიცია ყოველთვის ერთი იყო - დავმორჩილებოდით ადმინისტრაციას. ისიც იმ კრიმინალური ხელისუფლების დანაშაულის თანამონაწილე გახლდათ",- ამის შესახებ ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს და 2010 წელს მომხდარ ამბავს იხსენებს.


„2010 წელს ასეთ ფაქტს შვესწარი: შიდსით დაავადებული პატიმრების ნახმარი ნემსები იმ ქვაბში ჩაყარეს, სადაც სხვა პატიმრების ნემსები იყო მოთავსებული და ცხელი წყალი დაასხეს, ანუ პატიმრებს შიდსით ძალით აავადებდნენ. ეს ამბავი მაშინვე სხვებსაც ვაცნობე და მთელმა დაწესებულებამ შიმშილობა გამოვაცხადეთ. მოშიმშილე პატიმრებიდან ბევრი უმძიმესად დაავადებული გახლდათ, რაც მათთვის სასიკვდილო განაჩენი იყო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. შევხვდით სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც.

გიორგი ტუღუშის პოზიცია ყოველთვის ერთი იყო - დავმორჩილებოდით ადმინისტრაციას. გიორგი ტუღუშიც იმ კრიმინალური ხელისუფლების დანაშაულის თანამონაწილე გახლდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, დღეს ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით პარლამენტშია მოკალათებული",- განაცხადა ახალკაცმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner