logo_geo
eng_logo
დღეს ბადრი პატარკაციშვილი 61 წლის გახდებოდა
- +

31 ოქტომბერი. 2016. 16:16



ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 1955 წლის 31 ოქტომბერს თბილისში დაიბადა.


დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იყო თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ „საბჭოთა საქართველოს" თანამშრომელი, შემდეგში ამავე კომბინატის დირექტორის მოადგილე.


1990 წელს იყო „ლოგოვაზის" კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი, 1992-93 წწ.-ში გენერალური დირექტორის მოადგილე და პირველი მოადგილე 1994 წელს. ასოციაცია „როსიისკიე ავტომობილნიე დილერის" ვიცე-პრეზიდენტი (1994-95). იყო რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОРТВ) გენერალური დირექტორის მოადგილე და 1996-2001 წწ.-ში გაერთიანებული ბანკის (რუსეთი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.



2001 წელს რუსული ტელეკომპანია „ТВ-6"-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.


ბადრი პატარკაციშვილი 2001 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. გახლდათ ჰოლდინგ სს „ი-მედიას" დამფუძნებელი და ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და 2002-2007 წლებში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. „ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის" დამფუძნებელი.



ბიზნესმენი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში გულის შეტევით, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner