logo_geo
eng_logo
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი განხორციელდა
- +

31 ოქტომბერი. 2016. 17:20


 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შესაბამისი მიმართულების პროკურორებმა 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარეს. ტრენინგის შინაარსი ორიენტირებული იყო მონაწილეებისთვის სათანადო ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზე, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას და ამასთან, ორიენტირებული იქნება დანაშაულის პრევენციაზე. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.



სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტები, კერძოდ: დაზარალებულის გამოკითხვა და მასთან კომუნიკაცია; მტკიცებულებათა მოპოვება და შეფასება; საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა; ოჯახური დანაშაულის ანალიზი, ტენდენციები, რეკომენდაციები; გენდერული მოტივის გამოკვეთის პრობლემატიკა, ბავშვის მიმართ ძალადობა ოჯახში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.



ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროექტი ერთჯერად ხასიათს არ ატარებს. მიმდინარე წელს გადამზადება გაიარეს საქართველოს პროკურატურის საშუალო რგოლის მენეჯერებმაც. ამ მიმართულებით დამატებითი ტრენინგები დაგეგმილია როგორც პროკურორებისთვის, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სამსახურის წარმომადგენლებისთვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner