logo_geo
eng_logo
„ყველამ თავი დაანებოს პოპულისტურ განცხადების გაკეთებას“ - გიორგი ვოლსკი თამაზ მეჭიაურის განცხადებას აფასებს
- +

18 მარტი. 2016. 16:30



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მისი კოლეგის თამაზ მეჭიაურის განცხადებას „არაკორექტულს" უწოდებს.


„ეს განცხადება იყო არაკორექტული. უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს აქვს. არის ემოციურ ფონზე წამოძახილი, რომელიც არ ეკადრება მაღალ დონეზე მყოფ პოლიტიკოსს. არ არის ქვეყნისთვის საჭირო ასეთი განცხადებების კეთება ასეთ დროს. პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ სწორედ იმისკენ, რომ ზედმიწევნით ჩვენი არათუ მარტო კანონით, ტრადიციით დამკვიდრებული ტოლერანტობა, დათმობა, ურთიერთსიყვარული და კანონის უზენაესობა გავითვალისწინოთ, რა ლოზუნგითაც „ქართული ოცნება" მოვიდა და არის ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს და თავი დაანებოს პოპულისტურ განცხადების გაკეთებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


თამაზ მეჭიაურმა დღეს „ცინიკურად" შეაფასა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ორგანიზაცია „იდენტობის" მიერ გამართული აქცია:


„უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია - იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან „გაპედერასტებას" იწყებენ ზოგიერთები", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner