logo_geo
eng_logo
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის
- +

31 ოქტომბერი. 2016. 20:13



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს „თავისუფალი დემოკრატების"  ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე შეცვლის.


„თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილმა წევრებმა დაადასტურეს, რომ ამ საკითხზე ვიქტორ დოლიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს.


თავად ვიქტორ დოლიძე ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს. როგორც მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, პოლიტიკურ თემებზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.


რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, იგი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა და ელჩის მოვალეობების შესრულებას დეკემბრიდან შეუდგება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner