„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „რესპუბლიკელებთან", „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ინაშვილი აცხადებს, სააკაშვილს, ბოკერიას, გვარამიას, „რესპუბლიკელებს" ერთნაირი მენტალიტეტი და ხედვა აქვთ.
„რუსთავი 2"-ის ეთერში სულ „რესპუბლიკელების" ჯდომა შედის აღნიშნული ტელევიზიის ინტერესში, რაც ნიკა გვარამიას არც დაუმალავს, როცა განაცხადა - დებატებში აუცილებლად დავამატებ რესპუბლიკურ პარტიასო! სააკაშვილს, ბოკერიას, გვარამიას და „რესპუბლიკელებს" აქვთ ერთნაირი ფასეულობები, ერთი მენტალიტეტი, ერთი ხედვა და გასაკვირი არ არის, რომ ისინი ნაცების ტელეეთერიდან არ გამოდიან!"- განაცხადა ინაშვილმა.