logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: ხათუნა კალმახელიძის თვალწინ ლევან პაჭკორია ფიზიკურად გამისწორდა
- +

31 ოქტომბერი. 2016. 21:16



„ხათუნა კალმახელიძეს აუცილებლად მოუწევს ჩვენების მიცემა, თუნდაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით",- ამის შესახებ ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც ახალკაცი იხსენებს, ხათუნა კალმახელიძეს ორჯერ შეხვდა და მის წამებას თვალს ადევნებდა.


„ახლახან პროკურატურამ მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ 2007 წლის 28 სექტემბერს დიღმის „კაპეზემ" სრულიად ჯანმრთელი მიმიღო, სხეულზე დაზიანებები არ აღმენიშნებოდა. ახლა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, რომელიც კალმახელიძეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული! რომ არა ეს დოკუმენტი, გამიჭირდებოდა იმის დამტკიცება, დაჭერამდე მქონდა თუ არა სხეულზე დაზიანებები.

კალმახელიძე ორჯერ უშუალოდ ესწრებოდა ჩემს წამებას. პირველად ქსნის ტუბდაწესებულებაში მოვიდა და ლევან პაჭკორიას, იმავე „ნინძას" უბრძანა - მისი თანდასწრებით მეთქვა უარი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე. სხვათაშორის, ხათუნა კალმახელიძესთან ერთად, იქ დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე გაგა მკურნალიძეც იმყოფებოდა, რომელმაც ჩემზე ფიზიკური ზეწოლა დაიწყო.

 

როდესაც 15-მდე პატიმარი ე.წ. „ბურში" გადავყავდით, უფრო მკაცრ პირობებში, ლევან პაჭკორიას დაურეკეს და რადგანც ჩემგან ერთ მეტრში იდგა, გავიგონე მინისტრის ხმა - „სტუდენტა" დატოვეთ. მაშინ გავარკვიე, რომ, თურმე, ჩემთვის მეტსახელიც დაურქმევია - „სტუდენტა". 15-20 წთ-ში მინისტრი მოვიდა და მონოლოგი წამიკითხა - ჭკვიანად იყავი, თუ არ დაგვიჯერებ, გადარჩენის შანსი არ გაქვსო. რა პასუხი უნდა გამეცა ჯალათისთვის?! არავითარი განსხვავება არ იყო ხათუნა კალმახელიძესა და ლევან პაჭკორიას შორის, რომლის სახელსაც აგერ უკვე ერთი წელიწადია, გავყვირივარ, მაგრამ ის ისევ თავისუფლებით ტკბება, მეტიც, სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწევა. იმ დღეს ხათუნა კალმახელიძის თვალწინ ლევან პაჭკორია კიდევ ერთხელ გამისწორდა ფიზიკურად.

 

აი, ეს ორი შემთხვევა იყო, როდესაც პირისპირ შევხვდი ხათუნა კალმახელიძეს. დარწმუნებული ვარ, მესამედ სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს!" - განაცხადა ახალკაცმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner