„კადრებს ავრცელებენ ისინი, რომლებიც დაინტერესებული არიან, ქვეყანაში დაუმთავრებელი „ბალამუტი" იყოს", - ამის შესახებ ინტერნეტში ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე საუბრისას გოგა ხაინდრავამ განაცხადა. რეჟისორის თქმით, მისთვის გაგებარია იმ ადამიანების პოზიცია, „რომლებიც „რუსთავი 2"-ში გარბიან კომენტარის გასაკეთებლად". „მათ არ ესმით, რომ თუ ვინმე არის დღეს „ნაციონალური მოძრაობის"" პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ეს ე.წ. ოპოზიციაა და არა „ქართული ოცნება". ყველასთვის ხომ ნათელია, რატომ ხდება.
„ქართულ ოცნებას" რომ ვერ მოუგებენ, ძალიან კარგად იციან და ამ მეთოდით სპობენ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შედეგის ჩვენება არჩევნებზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები უნდა მოუგოს „თავისუფალ დემოკრატებს", ბურჯანაძეს, კუკავას და სხვებს. სწორედ ამიტომ არის მათ წინააღმდეგ ეს ყველაფერი მიმართული და არა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს ხომ უმარტივესი სატყუარაა, რომელსაც ყლაპავენ ე.წ. პოლიტიკური ლიდერები. ყველამ კარგად იცის, ეს კადრები ვის ხელშია და ვის სჭირდება დღეს არეულობა ქვეყანაში", - განაცხადა ხაინდრავამ.