კიევში, რესტორან „Два гуся"-სთან „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკო მინაშვილი და რომეო საჯაია სასტიკად ცემეს. მიზეზი კლანური დაპირისპირება გახდა.
გია უდესიანის კლანის წევრებმა აკო მინაშვილს და რომეო საჯაიას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე კიევის პროკურატურამ აღძრა და გამოძიება დაიწყო.
თუმცა, გამოძიების მიმდინარეობას ხელი ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა შეუშალა. სააკაშვილმა საკუთარი გავლენა გამოიყენა და პროკურატურა აიძულა გამოძიება შეეწყვიტა.
კლანური დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება „ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ახალი არ არის და ხშირ შემთხვევაში უკრაინული და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება.