logo_geo
eng_logo
ეროს რამაზოტი თბილისში 24 აპრილს იმღერებს
- +

18 მარტი. 2016. 17:10



იტალიელი მუსიკოსის ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში 24 აპრილს გაიმართება. ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ეროს რამაზოტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსებულია.


ამავე გვერდზე მითითებულია, რომ კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართება, თუმცა ბილეთების გაყიდვა ჯერ დაწყებული არ არის.


ეროს რამაზოტი საქართველოში  რუსეთიდან ჩამოვა. მას კონცერტები რუსეთის რამდენიმე ქალაქში აქვს დაგეგმილი. თბილისიდან კი ეროს რამაზოტი სომხეთში გაემგზავრება. ერევანში მისი კონცერტი 26 აპრილსაა დაგეგმილი. 28 აპრილს კი, მუსიკოსი მსმენელის წინაშე ბაქოში  წარდგება.


გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა განაცხადეს, რომ საქართველოში მაღალი დონის არტისტების ჩამოყვანა იგეგმება.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner