logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პროგრამა მინიმუმი მიღწეულია!
- +

31 ოქტომბერი. 2016. 23:59



ჩვენი პროგრამა მინიმუმი ამომრჩევლების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მიღება იყო, რაც პრინციპში მიღწეულია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


„50%-მდე ცოტა დაგვაკლდა. თუმცა, რელურად,  ყოველმა მეორემ ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას" მისცა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მიღება იყო, ბუნებრივია, გათვლილი გვქონდა ისიც, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მანდატებს მივიღებდით. არჩევნებზე დამდგარი შედეგი რეალური, პროგნოზირებადი იყო და ჩვენ ეს წინასწარ გათვლილი გვქონდა. ზუსტად ვიცოდით, როგორი იყო მოსახლეობის განწყობა, რასაც ობიექტური კვლევებიც ადასტურებდა. კვლევები იმ თანაფარდობას აჩვენებდა, რა თანაფარდობითაც საარჩევნო ხმები გადანაწილდა", - განაცხადა კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner