მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზაციისაკენ მიმართული არ ყოფილა.
„ეს რეალურად, „ნაცმოძრაობის" სტრატეგია იყო. მათ 4-წლიანი პიარსტრატეგია ჰქონდათ, რაც მთლიანად პოლარიზაციისკენ იყო მიმართული. შედეგი, რომელიც არჩევნებში დადგა, არსებითად, იმ პოლარიზაციის სტრატეგიის შედეგია, რომელიც პროპაგანდის სახით, „რუსთავი 2"-ის მეშვეობით ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებდა. ნაციონალებმა თავიანთი პროცენტი ამის ხარჯზე ხელოვნურად აწიეს. მათ შექმნეს პოლარიზებული სურათი, რაც ჩვენი სურვილი არ იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ სასურველი იყო, პარლამენტში 4-5 პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი არ დადგა", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.