logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ეს შედეგი არ დადგა...
- +

1 ნოემბერი. 2016. 00:11



მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  „ქართულ ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზაციისაკენ მიმართული არ ყოფილა.


ეს რეალურად, „ნაცმოძრაობის" სტრატეგია იყო. მათ 4-წლიანი პიარსტრატეგია ჰქონდათ, რაც მთლიანად პოლარიზაციისკენ იყო მიმართული. შედეგი, რომელიც არჩევნებში დადგა, არსებითად, იმ პოლარიზაციის სტრატეგიის შედეგია, რომელიც პროპაგანდის სახით, „რუსთავი 2"-ის მეშვეობით ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებდა. ნაციონალებმა თავიანთი პროცენტი ამის ხარჯზე ხელოვნურად აწიეს. მათ შექმნეს პოლარიზებული სურათი, რაც ჩვენი სურვილი არ იყო.  ჩვენ ვამბობდით, რომ სასურველი იყო, პარლამენტში 4-5 პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი არ დადგა", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner