logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მყისიერად დავიწყებთ ზრუნვას თითოეული დაპირების შესრულებისთვის!
- +

1 ნოემბერი. 2016. 00:35



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მუშაობას აქტიურად განაახლებს.


ამომრჩევლის წინაშე ამბიციური და რეალისტური გეგმით წარვსდექით და მყისიერად დავიწყებთ ზრუნვას, რომ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ჩადებული თითოეული დაპირება განხორციელდეს. კონკრეტული ინიციატივების განხორციელების ვადები და პრიორიტეტულობა უახლოეს მომავალში განისაზღვრება. ეკონომიკური მიმართულებით,  ჩვენს მთავრობას ძალიან ამბიციური 4-პუნქტიანი გეგმა აქვს, რომლის საბოლოო მიზანი თითოეული ოჯახის კეთილდღეობის მიღწევაა. პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ გეგმის განხორციელება საკანონმდებლო ინიციატივებით უზრუნველყოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner