logo_geo
eng_logo
ნიკო ლეკიშვილი: ის, ვინც ვერ აღმოჩნდა ერთგული, გაქრა პოლიტიკური სცენიდან
- +

1 ნოემბერი. 2016. 03:37



„ნახეთ, როგორ მოასუფთავა პოლიტიკური ველი ბიძინა ივანიშვილმა?", - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი წერს.


„ის, ვინც ვერ აღმოჩნდა ერთგული, ვინც ზედმეტი ამბიციურობა გამოიჩინა, ის, ვინც ზედმეტად შეაფასა თავისი თავი და ცალკე თამაში წამოიწყო, გაქრა პოლიტიკური სცენიდან. „ქართულმა ოცნებამ" გროსმაისტერულად ჩაატარა ეს კამპანია და იმედია ღირსეულად, დინჯად გააგრძელებს საქმიანობას. ბიძინა დიდი ტაქტიკოსია ნამდვილად. ეს რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს და მის მოღვაწეობას ქართულ სინამდვილეში უფრო დიდ პერსპექტივაში ვხედავ. მისი პროექტები ორიენტირებულია მომავალზე, ამიტომაც ზოგიერთები ვერ აღიქვავენ ამ ყველაფერს სათანადოდ. იმას, რასაც დღეს ეყრება საფუძველი, 20-25 წლის შემდეგ უდიდესი შედეგები ექნება", - წერს ლეკიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner