უცხოური მედიის ცნობით, თურქეთში წამყვანი ოპოზიციური გაზეთის, „Cumhuriyet"-ის მთავარი რედაქტორი მურატ საბუნჩუ დააკავეს. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, პოლიციამ საბუნჩუს და გამოცემის სხვა რედაქტორების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.
„CNN Turk"-ის ცნობით, პროკურატურამ „Cumhuriyet"-ის 13 ხელმძღვანელი პირის დაკავების ორდერი გასცა. პროსამთავრობო მედიასაშუალებების ცნობით, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
როგორც სააგენტო „Reuters" აღნიშნავს, მანამდე სასამართლომ „Cumhuriyet"-ის ყოფილ რედაქტორს ჯან დუნდარს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.