logo_geo
eng_logo
რიჩარდ ბიედული: რომ მქონოდა შანსი, შოთა რუსთაველს ვკითხავდი, სად შეიძინა თავისი არაჩვეულებრივი ქუდი. მეც მინდა ასეთი!
- +

18 მარტი. 2016. 17:14



„ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე აშკარად დაბადებისას განგვაცალკევეს. ანუ გამოდის, ახლა 800 წლის ვარ", - წერს ბრიტანელი მოდელი რიჩარდ ბიედული თავის ფეისბუქ-გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს, სადაც რუსთაველსა და მას შორის საოცარი მსგავსებაა. sova.news-მა ბრიტანელ მოდელთან ამ საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა:


-შენ ქართული ინტერნეტსივრცე ააფეთქე. ყველა აზიარებს შენს ფოტოს, სადაც შოთა რუსთაველს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ. ელოდი, რომ შენს ხუმრობას ასეთი შედეგი ექნებოდა?


- ფოტო ვნახე ინტერნეტში და საკუთარ გვერდზე დავდე. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა ქართველებში.


-მოგწონს გარეგნულად შოთა რუსთაველი?


- კი! ვერ ვიჯერებ ასეთ მსგავსებას. ტანსაცმელიც კი მსგავსია. წარმოუდგენელია, რომ 800 წლის წინ ცხოვრობდა.


-როგორ შეიტყვე მის შესახებ?


- ფოტოზე მომნიშნეს, შემდეგ კი დავგუგლე მისი სახელი.



-ალბათ დაგაინტერესა მეტის გაგება ადამიანზე, რომელსაც ასე ჰგავხარ. გაქვს სურვილი, წაიკითხო მისი პოემა „ვეფხისტყაოსანი"?


- ვიკიპედიაზე წავიკითხე მის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. ჯერ არ მომცემია საშუალება „ვეფხისტყაოსანის" წაკითხვის, მაგრამ რამდენიმე დღეში გერმანიაში მივდივარ და აუცილებლად წავიკითხავ პოემას თვითმფრინავში.


-გყავს ქართველი მეგობრები? რა იცი ზოგადად ამ ქვეყნის შესახებ?


- საქართველოზე ცოტა რამ ვიცი და მგონი, არც ქართველს ვიცნობ არავის. თუ არ ჩავთვლით ცნობილ ფეხბურთელ გიორგი ქინქლაძეს, რომელიც „მანჩესტერ სითიში" თამაშობდა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ყველას უნდოდა მას დამსგავსებოდა.


-გაქვს საქართველოს მონახულების სურვილი? იქ უკვე მრავალრიცხოვანი ფანკლუბი გელის.


- რასაკვირველია. თქვენს ქვეყანას ძალიან მდიდარი ისტორია აქვს და მინდა, მეტი შევიტყო მის შესახებ პირველწყაროდან.


-მოგვიყევი შენს შესახებ. რამდენი ხანია სამოდელო ბიზნესში ხარ?


- სანამ მოდელი გავხდებოდი, ხუთი წელი ლონდონში ადვოკატად ვმუშაობდი. შემთხვევით სამოდელო სააგენტოს აგენტმა შემამჩნია პაბში. უკვე სამი წელია მოდელი ვარ და ეს საოცარი გამოცდილებაა. მსოფლიო მოვიარე და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. ისეთ ბრენდებთან მაქვს ნამუშევარი, როგორიცაა „არმანი", „კანალი" და „ლა პერლა".


-რას ეტყოდი შოთა რუსთაველს, მასთან შეხვედრა რომ შეგძლებოდა?


- ალბათ ვკითხავდი, სად შეიძინა თავისი არაჩვეულებრივი ქუდი. მეც მინდა ასეთი!



იხილეთ:


http://sova.news/2016/03/16/reinkarnatsiya-ili-shota-rustaveli-nashego-vremeni/





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner