logo_geo
eng_logo
ანა გოგუაძე: „მზიურის“ კაფე არის საქართველოში პირველი კაფე, რომელსაც აქვს მენიუ ბრაილით!
- +

1 ნოემბერი. 2016. 11:22



ანა გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში „მზიურის" კაფე არის პირველი, რომელსაც მენიუ ბრაილის შრიფტით აქვს.



დღეს ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რადგან მზიურის" კაფე არის საქართველოში პირველი კაფე, რომელსაც აქვს მენიუ ბრაილით! (ჩემი გამოკვლევით ასეა) დღეიდან უსინათლო სტუამარს დამოუკიდებლად შეეძლება მენიუს წაკითხვა!!! ერთი წლის წინ, როცა დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, ერთ-ერთი მიზანი იყო, პაწია კაფე გამხდარიყო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს სივრცე ყველასთვის. დღეს სულ ფრიალ-ფრიალით წამოვიღე ნიმუში!

არიამ იავილს დიდი მადლობა, რომელიც პერიოდულად გვატრენინგებს და გვასწავლის მნიშვნელოვან დეტალებს. არ მიყვარს უაზროდ თავის გამოჩენა, მაგრამ ჩვენ უკვე თვეზე მეტია სმენის არმქონე თანამშრომელი გვყავს. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის დასაქმება და რამდენად სასარგებლოა ეს ნებისმიერი ბიზნესისთვის. ნორმალურ ქვეყანაში ის, რომ ადამიანი მუშაობს და კაფეს აქვს პანდუსი და ბრაილით მენიუ, არ საჭიროებს ფეისბუქ-პოსტებს, მაგრამ სანამ ჩვენთან ეს საკითხი როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან გულგრილადაა დატოვებული (ძალიან გთხოვთ, არ დამიწყოთ კამათი გულგრილობის ხარისხზე, ორივე მხარე სუსტად მუშაობს და არ უნდა ახლა ამას შეკამათება), ჩვენი პატარა კაფე ამაყობს ამ ელემენტარული დეტალებით. ისე, ნეტა ამაზე მეტი რესურსი მქონდეს... მოკლედ, დღეს კარგი დღეა!" - წერს ანა გოგუაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner