მამაკაცის გარდაცვალების გამო მეტროს სადგურ „სამგორში" მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია. მეტროს სადგურში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი მეტროს ვაგონში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ბაქანზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.