logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: არც მე და არც ზურა პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებთ
- +

1 ნოემბერი. 2016. 11:43



„მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. თოფაძის განცხადებით, ის და ზურაბ ტყემალაძე არ აპირებენ პოლიტიკიდან წასვლას. თოფაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ტყემალაძე პარლამენტს ძალიან სჭირდება. მისივე განცხადებით, „მრეწველები" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.


„ზურამ კარგი რაღაც თქვა, რომ ახალგაზრდები გვყავს ძალიან კარგი, აქტიურები, უფრო მომზადებულები საარჩევნო პროცესისთვის და მათთვის ინიციატივა დაგვეთმო. პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებთ არც მე და არც ზურა. ვთქვი, რომ ზურას ყოფნა პარლამენტში ძალიან წაადგებოდა პარლამენტს. კომიტეტმა, რომელსაც ზურა ხელმძღვანელობდა, საოცარი კანონები მიიღო. ძალიან ეფექტურად მუშაობდა და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ცოდოა, რომ არ იქნება პარლამენტში.

გავა პერიოდი, ცოტა დავწყნარდებით და თვითმმართველობის არჩევნებში ჩავერთვებით,  ახალგაზრდებს გზას გავუკაფავთ",- განაცხადა თოფაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner