ავტორი ანა ნოდია
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი გიორგი ფარესიშვილის განცხადებას მოკლედ პასუხობს:
„მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები. ვრცლად, საღამოს, ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ვისაუბრებ. ეს არის აბსურდული ბოდვა და სხვა კომენტარის გაკეთება ჩემგან იქნება სასაცილო. ვიმეორებ - ეს არის სრული ბოდვა. შეიძლება, არ იყოს სასაცილო, თვითონ ფაქტი, მაგრამ ამ ადამიანის ბოდვაზე ღიმილის გარეშე ვერ ისაუბრებ", - განაცხადა მამაცაშვილმა მედიასთან საუბრისას.