logo_geo
eng_logo
მაკა ფერაძე: მოხუცზე განხორციელებული ძალადობის საქმე გადაკვალიფიცირდა
- +

1 ნოემბერი. 2016. 11:59



შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის წევრების მიერ მოხუცებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხება. მისი თქმით, ვიდეომასალიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ პიროვნებები დასცინიან და ამცირებენ ხანდაზმულ ქალბატონს. მისივე თქმით, ძალადობა ხუმრობის მოტივით იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.


ფერაძის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად ცემის ფაქტზე დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც იმერეთის რეგიონის პოლიციის მიერ იქნა მათი ნათესაური კავშირის დადგენა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და დღეს საქმეზე ძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.


„ეს ფაქტი გამოხატავს ძალადობას და როგორც კი აღნიშნული ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად ცემის მუხლით  დაიწყო გამოძიება. ხოლო მას შემდეგ, რაც იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ იქნა მოკვლეული გარემოებები და სუბიექტების გამოვლენა, მათი ნათესაური კავშირის დადგენა მოხდა, მუხლმა განიცადა ცვლილება და დღესდღეობით მიმდინარეობს 126-ე პრიმა მუხლით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ნიშნავს  ოჯახში ძალადობას",- განაცხადა ფერაძემ.


ფერაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოკვლევა და მონაწილე პირების გამოკითხვა, გამოძიების დასრულების შემდეგ კი მოხდება ბრალის წარდგენა.


http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=28810


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner