logo_geo
eng_logo
გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 30 სმ-ს მიაღწია
- +

1 ნოემბერი. 2016. 12:25



თოვლის საფარმა ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია.


საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა.


გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე ირემაძეებს და ბოღაურს.


სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისათვის, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია აგარა, დანისპარაული და შუასოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნულ სოფლებსაც მალე აღუდგებათ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner