„მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ნათელაშვილის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს.
თოფაძის განცხადებით, შალვა ნათელაშვილი 1995 წლიდან იბრძვის, რომ პარლამენტში მოხვდეს, რაც ვერ მოახერხა. მისივე თქმით, ნათელაშვილს „ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება, რასაც წინასაარჩევნოდ მისი სარეკლამო კამპანიაც ადასტურებს.
„შალვა ნათელაშვილი ბევრ რამეს გვაბრალებს. ჩემზეც ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არ ვიღებ სერიოზულად. 1995 წლიდან იბრძვის, რომ პარლამენტში მოხვდეს. ხან დაეშალა გუნდი, ხან გაექცა. გამწარებული კაცია. მას ჩვენი ოპონენტი „ნაცმოძრაობა" ეხმარებოდა და ყველას არაობიექტურად ლანძღავდა. ეგ მაგის სტილშია. მიმაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილი არაობიექტურია თავის ბევრ შეხედულებაში. არც ქეთი დოლიძე, არც ლალი ბადუაშვილი არ არიან სალანძღავი ქალბატონები და ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთებიათ",- განაცხადა თოფაძემ.