logo_geo
eng_logo
გიორგი შარვაშიძემ ახალი მოადგილე, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი წარადგინა
- +

1 ნოემბერი. 2016. 13:19



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ახალი მოადგილე, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი წარადგინა.



მიხეილ ჩხენკელი თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში ჩაერთვება.



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის პირველი ეტაპი, სამკვირიანი მუშაობის შემდეგ მომზადდა უნივერსიტეტის 2017-2021 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი.

პარალელურად მუშაობას აგრძელებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართა. სტრატეგიული განვითარების გეგმის საბოლოო დოკუმენტი წლის ბოლოს იქნება მზად.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner