„BBC"-ის ცნობით, ერაყის არმია ქალაქ მოსულში შევიდა. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები არმიას წინააღმდეგობას უწევენ, მიმდინარეობს ინტესიური საბრძოლო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებული ძალები მოსულში ქალაქის სამხრეთიდან შევიდნენ.
ერაყის არმიამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. სახმელეთო ძალებს საჰაერო დახმარებას საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს.