ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების საკითხზე იმუშავებს. კომისიის შემადგენლობაში 12 დეპუტატთან ერთად არიან: კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რეჟისორი მერაბ თავაძე და თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.
„რეპორტიორი" მერაბ თავაძეს ესაუბრა:
„საორგანიზაციო კომისია ჯერ არ შეკრებილა. რა თემატიკა იქნება, როგორ განიხილება, ამის შესახებ მოგვიანებით გაგცემთ პასუხს, ჯერჯერობით უბრალოდ წევრად ამირჩიეს, მეტი არაფერი ვიცი. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, მიმაჩნია, რომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი", - განაცხადა თავაძემ.
მისი ინფორმაციით, კომისია მუშაობას მარტის ბოლოს შეუდგება.