logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მესამე ტური იწყება!
- +

1 ნოემბერი. 2016. 14:55



დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის თავის გუნდს, ამომრჩევლებს და წერს:

 

„ცოტათი დავისვენე, თემურსა და ქეთევანს ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე, ჩემს გუნდს ერთხელ კიდევ (და კიდევ ბევრჯერ) მადლობა მოვახსენე!

 

ახლა თქვენი ჯერია - მხარდამჭერებო, პირველი დღიდან გულშემატკივრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მაგრამ მუდმივ გამამხნევებლებო, ამომრჩევლებო და სხვა უბანში თუ ქვეყანაში მცხოვრებლებო და თუნდაც თქვენც, ვინც სამართლიანად თუ უსამართლოდ მაკრიტიკებდით, ყველას გეკუთვნით ჩემი უღრმესი და გულწრფელი მადლობა, რამეთუ თქვენს გარეშე აქამდე ალბათ ვერ მოვიდოდი, და დიდწილად თქვენს გამო ვარ, სადაც ვარ.... დიდი მადლობა ყველას!

 

აწი უცნაური დღე მითენდება - ჯერ არსად მეჩქარება, არც ვიცი, რა მელის და როგორი იქნება ეს ახალი ცხოვრება - და პირველად, ის არ განმიცდია საარჩევნო ბრძოლში - დღეს უცებ შიშმა დამიპყრო! შიში ჩემი თავისა, შიში იმისა, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი, ნდობა და დიდი იმედები! ეს არის უდიდესი ტვირთი და ერთადერთის თქმა შემიძლია დღეს: ვეცდები! ვეცდები და იმედი მაქვს, შევძლებ ... მესამე ტური იწყება!"


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner