logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი წასვლა იყო...
- +

1 ნოემბერი. 2016. 15:06



რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ამაყობს რესპუბლიკურ პარტიაში ყოფნით დიდი ხნის განმავლობაში.


დღეს არ და ვერ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, რაც შესაძლოა გქონდეთ. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი, საქართველოსთვის ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი 25 წლის განმავლობაში. ვიყავი თანამონაწილე აქტიური საზოგდოებრივ­პოლიტიკური ცხოვრების. ვისურვებ, რომ ეს პარტია გააგრძელებს საქმიანობას და დარჩება სახელმწიფოს ერთ­ერთ ფუნდამენტად. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა რესპუბლიკური პარტია, ერთი მხრივ განპირობებული იყო იმით, რომ ვხედავ, რა სჭირდება ქვეყანას და მეორე მხრივ ­ პარტიისთვის საშუალების მიცემა, რომ გააგრძელოს საქმიანობა.

 

მე როგორც გითხარით, არავითარ შემთხვევაში, არც დღეს, არც ხვალ და ზეგ არ და ვერ ვისაუბრებ იმ ნიუანსებზე, რაც არის შიდაპარტიული... ჩემი მხრიდან, შექმნილ ვიარებაში, ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი წასვლა იყო", - განაცხადა უსუფაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner