ვარკეთილის ხიდებთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი და ერთი ადამიანის დაშავება გამოიწვია, დანგრეულია მგზავრთა გაჩერების პუნქტი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანპორტით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მისპობა გამოიწვია.