logo_geo
eng_logo
ვარკეთილის ხიდებთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

1 ნოემბერი. 2016. 15:15



ვარკეთილის ხიდებთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი და ერთი ადამიანის დაშავება გამოიწვია, დანგრეულია მგზავრთა გაჩერების პუნქტი.



ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.


შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანპორტით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მისპობა გამოიწვია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner