logo_geo
eng_logo
პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სავარაუდოდ, სხვისი პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი
- +

17 თებერვალი. 2016. 18:50


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სხვისი პულტების სავარაუდო გამოყენებას ჰქონდა ადგილი.



უსუფაშვილმა იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრაში ფიზიკურად არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მათი ხმა მაინც ფიქსირდებოდა - ანი მიროტაძე, გოგი ლიპარტელიანი, ირაკლი სესიაშვილი, ნანა ყეინიშვილი და მარიკა ვერულაშვილი დაასახელა.



კენჭისყრის პროცესში ჩემი კოლეგა ხათუნა გოგორიშვილი დამიკავშირდა, რომელმაც მიმითითა, რომ ჩვენი 11 კოლეგა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და ამასობაში კენჭისყრაში მონაწილეობდა. ჩვენ ეს საკითხი ერთობლივად გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი იმყოფება და მონაწილეობს, მაგალითად, სოსო ვახტანგშვილი, კახა ოქრიაშვილი, გოგლა ჟვანია, სოსო ჯაჭვლიანი, ელისო ჩაფიძე იყო და არ არის, მაგრამ რაც შეეხება კოლეგებს ანი მიროტაძეს, გოგი ლიპარტელიანს, ირაკლი სესიაშვილს, ნანა ყეინიშვილს, მარიკა ვერულაშვილს, ისინი დარბაზში ვერ დაფიქსირდნენ. გთხოვთ, გავარკვიოთ ამის თაობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტი სხვისი პულტების გამოყენებაზე დეპუტატების ხელფასიდან 20%-ით დაჯარიმებას ითვალისწინებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner