სოლიდარობის ფონდი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფონდს სამშენებლო კომპანია A.A. Holdings შემოუერთდა.
„სოლიდარობის ფონდს სამშენებლო კომპანია A.A. Holdings შემოუერთდა.
კომპანია, თბილისში, მცხეთის ქუჩა N13ში მდებარე კორპუსში რეალიზებული თითო გაყიდული ბინიდან 100 ლარს სოლიდარობის ფონდში გადმორიცხავს. აღნიშნულ კორპუსში ბინის თითოეული მყიდველი კი ავტომატურად გახდება ქველმოქმედი და წვლილს შეიტანს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად.
A.A. Holdings პირველი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც სოლიდარობის ფონდს ინოვაციური დაფინანსების პლატფორმის ფარგლებში უერთდება.
უდიდეს მადლობას ვუხდით კომპანია A.A. Holdings ის ადმინისტრაციას თითოეული ჩვენი ბავშვისა და მათი ოჯახების სახელით!" - ნათქვამია ინფორმაციაში.