logo_geo
eng_logo
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდს
- +

1 ნოემბერი. 2016. 16:13



სოლიდარობის ფონდი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფონდს სამშენებლო კომპანია A.A. Holdings შემოუერთდა.

 

 

„სოლიდარობის ფონდს სამშენებლო კომპანია A.A. Holdings შემოუერთდა.

კომპანია, თბილისში, მცხეთის ქუჩა N13­ში მდებარე კორპუსში რეალიზებული თითო გაყიდული ბინიდან 100 ლარს სოლიდარობის ფონდში გადმორიცხავს. აღნიშნულ კორპუსში ბინის თითოეული მყიდველი კი ავტომატურად გახდება ქველმოქმედი და წვლილს შეიტანს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად.

A.A. Holdings პირველი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც სოლიდარობის ფონდს ინოვაციური დაფინანსების პლატფორმის ფარგლებში უერთდება.

უდიდეს მადლობას ვუხდით კომპანია A.A. Holdings ­ის ადმინისტრაციას თითოეული ჩვენი ბავშვისა და მათი ოჯახების სახელით!" - ნათქვამია ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner