საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზზე ღია კონკურსს აცხადებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, გაიმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველო მიწვეულია პირველ საპატიო სტუმრად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.
კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფოციალურ ვებგვერდზე.