logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: ლადო პაპავას საკითხის განხილვას აკადემიური საბჭო გვერდს ვერ აუვლის
- +

18 მარტი. 2016. 17:57



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას საკითხის განხილვას აკადემიური საბჭო გვერდს ვერ აუვლის.



ჩვენ ვნახეთ, რა პროცესები წარიმართა. ჩვენ ვნახეთ, ამ პროცესებში როგორ მონაწილეობდა აკადემიური საბჭო, რექტორი, რას აკეთებდნენ სტუდენტები, როგორი იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, აკადემიურმა საბჭომ თავისი ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულოს. განიხილოს ყველა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან მართლა არ იყო უნივერსიტეტში კარგი მდგომარეობა. თუ დაგვავიწყდება, გუშინ და გუშინწინ რა ხდებოდა, ეს იქნება ძალიან ცუდი. პირდაპირ ვამბობ, ამას მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.



რაც შეეხება სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელთაც სამინისტროს ვადას 16 აპრილამდე მისცეს, მინისტრის შეფასებით, მუქარა აბსოლუტურად უადგილოა, თუ საუბარია გამოსასწორებელ პრობლემებზე.

სანიკიძის განცხადებით, რამდენი დროც დაჭირდება ამ პრობლემების მოგვარებას, იმდენი უნდა დავუთმოთ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner