logo_geo
eng_logo
ადა მარშანია: პარლამენტში თოჯინებივით ჯდომას არ ვაპირებთ!
- +

1 ნოემბერი. 2016. 17:17



„ცილისწამებლურ გამონათქვამებზე ყველა სათანადო პასუხს მიიღებს",- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც მარშანია აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, რა არ მოსწონთ „პატრიოტთა ალიანსის", რომელსაც არც ბიუჯეტის ფული მოუპარავს და არც ხალხი მოუტყუებია. 


„დააკონკრეტონ, რა არ მოსწონთ ჩვენი?! ოდესმე ბიუჯეტის ფულები მოვიპარეთ, ხალხი მოვატყუეთ თუ პრინციპულობა გვაკლდა?! ეს ის ადა მარშანია და ემზარ კვიციანია, რომლებიც სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს სიცოცხლის ფასად უპირისპირდებოდნენ. ცილისწამებლურ გამონათქვამებზე ყველა სათანადო პასუხს მიიღებს. პარლამენტში თოჯინებივით ჯდომას არ ვაპირებთ! კრიტიკის ქარცეცხლში გავატარებთ ყველას, ვინც ამას დაიმსახურებს!" - განაცხადა მარშანიამ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner