logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა
- +

1 ნოემბერი. 2016. 17:19



„კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი სუსტი ინსტიტუციაა და კონკრეტული ნორმებია შესაცვლელი. მაგალითად, 81-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს უნდობლობის პროცედურას და პარლამენტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შედარებით ასუსტებს",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ არსებული კონსტიტუცია კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებს არ შეესაბამება. როგორც კობახიძე აცხადებს,  „ქართული ოცნებისთვის" მთავარია სტაბილური უმრავლესობის მოპოვება, ხოლო  საკონსტიტუციო უმრავლესობა კი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა.


„ჩვენთვის მთავარი პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის მოპოვება გახლდათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება განვიხილოთ როგორც გამოწვევა დემოკრატიული განვითარებისთვის.

 

არსებული კონსტიტუცია კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებს არ შეესაბამება. სააკაშვილმა ჯერ 2004 წელს მოირგო კონსტიტუცია, შექმნა სუპერსაპრეზიდენტო სისტემა, ძლიერი პრეზიდენტითა და სუსტი პარლამენტით, მას შემდეგ კი, რაც ძალაუფლების შენარჩუნება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან დაგეგმა, ისევ საკუთარ თავს მოარგო ცვლილებები. დღეს კონსტიტუციაში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია, ჩვენი ამოცანა სწორედ მისი დახვეწაა",- განაცახდა კობახიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner