„კარგად მახსოვს „რესპუბლიკელების" და მანამდე - „თავისუფალი დემოკრატების" განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია მათით იწყება და მთავრდება", - ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გაემგზავრა თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი NATO-ს მინისტერიალზე ან რატომ ვერ მოისმინა საზოგადოებამ ვერც ერთი სიტყვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობაზე
„დავით ბერძენიშვილმა ისიც კი განაცხადა, „ქართულ ოცნებაში" დასავლური კურსის გენერატორები მხოლოდ „რესპუბლიკელები" ვართო. სწორედ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია.
NATO და ევროკავშირი ერთხმად აღიარებენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით.
ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლების მუშაობას დადებითად აფასებენ, ოპონენტები კი უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ. სწორედ ამიტომ მიჩნდება ეჭვი პოლიტიკურ სპეკულაციებზე, მით უმეტეს, რომ თინა ხიდაშელმა ლევან იზორიას წინააღმდეგ განცხადება არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გააკეთა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აჟიოტაჟის ატეხა სცადა",- განაცხადა სესიაშვილმა.