logo_geo
eng_logo
თაბორის მთაზე უნიკალური პროექტი განხორციელდება
- +

1 ნოემბერი. 2016. 17:38



დედაქალაქის საკრებულოში თაბორის მთაზე 40 ჰექტარი მიწის „თანაინვესტირების ფონდისთვის" გადაცემის საკითხს დღეს განიხილავენ.


ფონდმა ნებართვა თბილისის მერიისგან უკვე მიიღო და ახლა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.


„თანაინვესტირების ფონდში" აცხადებენ, რომ პროექტი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე, თაბორის მთაზე 40 ჰექტარ მიწაზე უნდა განხორციელდეს, უნიკალურია.



პროექტი არის განსაკუთრებული, რომელსაც რეალურად ანალოგი არ აქვს თბილისში, ამხელა მწვანე პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. საუბარია დაახლოებით 40 ჰექტარ სარეაკრაციო ზონაზე. აქედან განაშენიანებული იქნება მხოლოდ 2 პროცენტი, ანუ დაახლოებით 8000 კვადრატული მეტრი, სადაც კონკრეტული შენობები დაიდგმება. დანარჩენი იქნება მთლიანად სარეკრეაციო ზონა, ანუ ეს არის გოლფის მოედნები, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა, სასეირნო მოედნები და ..",- განაცხადა  2030.news-სთან საუბრისას „თანაინვესტირების ფონდის" წარმომადგენელმა ცოტნე ებრალიძემ.



რაც შეეხება ხეების მოჭრას,  მისივე თქმით, ტერიტორიაზე ხეების მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. არსებული 11 669 ხიდან ჯანსაღი  დაახლოებით 3 500 ხეა.



ამ ეტაპზე კონკრეტულად რამდენი ხე შეიძლება მოიჭრას, ვერ გეტყვით, რადგან მიმდინარეობს კიდევ კვლევითი სამუშაოები. ჩვენ პროექტის კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ დეტალურად იქ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, ხეების მდგომარეობა არის საკმაოდ სავალალო. ტერიტორიაზე არსებული 11 669 ხიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ დაახლოებით 3 500 ხე არის ჯანსაღი. ხეების დანარჩენი რაოდენობა არის ან ამორტიზებული, ან დაავადებული, ან ხმელი ან ზეხმელი, ამიტომ იქ აუცილებლად იქნება ჩასატარებელი კონკრეტული სანიტარული ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს დაავადებები არ გავრცელდეს სხვა ხეებზეც და სიტუაცია უფრო არ დამძიმდეს. თითოეულ ხეს კიდევ დამატებით ვსწავლობთ, რომ თითოეულ ხესთან დაკავშირებით დავგეგმოთ კონკრეტული მოქმედებები. იქ არის დაახლოებით 6500-ზე მეტი დააავადებული ხე და აქედან შესაძლოა ზოგი გადარჩენას არ ექვემდებარებოდეს, ზოგი კი შესაძლოა გამოჯანმრთელდეს. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავრჩებით კანონის ფარგლებში და როგორც პროცედურებია განსაზღვრული, ისე ვიმოქმედებთ",- აღნიშნა ებრალიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner