ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატი ზაზა ხუციშვილი, რომელიც ჯგუფ „ვაკის პარკის" სოლისტია, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ამბობს, რომ ესტრადიდან წასვლას არ აპირებს და ფიქრობს, რომ საპარლამენტო მუშაობა და ღამე კლუბში დაკვრა ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.
„საკითხი ასე არ დგას, რომ ესტრადიდან უნდა წავიდე. არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან საპარლამენტო მუშაობა და ღამე კლუბში დაკვრა. ჩვეულებრივ გავაგრძელებ მუშაობას, ღამე კაფეში დავუკრავ და ახალი სიმღერებიც იქნება. ვფიქრობ, რომ ამისთვის დრო აუცილებლად მექნება. ჩემი სიმღერების 99% დაწერილია დილის 7 საათიდან 9 საათამდე", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.