logo_geo
eng_logo
საქართველოში Penti-ის, Dagi-ისა და ENA Textile-ის ფაბრიკების გახსნა იგეგმება
- +

1 ნოემბერი. 2016. 18:59


 

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციის ინფორმაციით, თურქული ბრენდები Penti და Dagi მომავალი წლისთვის ქუთაისში, ხოლო ENA Textile გურიაში სამკერვალო ფაბრიკების გახსნას გეგმავენ. ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში 4 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.


როგორც ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე) „ნეტგაზეთთან" აცხადებს, ორ ბრენდს საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მათმა ასოციაციამ მიაწოდა და ფაბრიკების მოსაწყობად ქუთაისის ტერიტორიაც მათ ურჩიეს. მისი თქმით, ინვესტორებს ამ შემთხვევაში მუშახელის პრობლემა არ ექნებათ.


„ინვესტორები ბოლო 6 თვის განმავლობაში ელოდებოდნენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დასრულებას, რომელიც ჩატარდა ძალიან მშვიდად. რადგან ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფოს, უკვე მოთხოვნები წამოვიდა. იცით, რომ საქართველო არის ინვესტიციების განხორციელების მხრივ მსოფლიოში მე-16 ადგილზე. მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ გაიზრდება უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში", - განაცხადა ოსმან ჩალიშქანმა.


თურქული კომპანია ENA Textile, რომელიც გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ცნობილი ბრენდის ZARA-ს პროდუქციას, ხოლო Penti და Dagi ქალისა და მამაკაცის თეთრეულს აწარმოებენ.


ასოციაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ Penti-ს და Dagi-ს ფაბრიკების აშენების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, ხოლო დამატებითი დეტალები 16 ნოემბრის ბიზნესფორუმზე გახდება ცნობილი, რომელიც სტამბოლში გაიმართება. როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ამბობს, ეს ფორუმიც იძლევა იმის იმედს, რომ უცხოური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner