ვინ უხელმძღვანელებს საკანონმდებლო ორგანოს - მმართველი გუნდის წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები მიმდინარეობს. სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იყოს წარდგენილი პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე.
„მიმდინარეობს კონსულტაციები. ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს, თუ ვინ უფრო კარგად შეძლებს ქვეყნის სამსახურს.
ბატონი ირაკლი კობახიძე არის გამორჩეული ლიდერი და კვალიფიციური იურისტი. ამიტომ თუ მისი კანდიდატურა დადგება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ჩემგან ის აუცილებლად მიიღებს ერთ ხმას. დანარჩენთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ მოვლენებს.
სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში პარლამენტი შეიკრიბება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა კანდიდატები წარვადგინოთ დასამტკიცებლად", - განაცხადა სესიაშვილმა „იბერიას" ეთერში.