logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი ცეზარ ჩოჩელს პასუხობს
- +

1 ნოემბერი. 2016. 21:12



მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილი პასუხობს. მმართველი გუნდის წევრის თქმით, არჩევნები საქართველოში ჩატარდა ობიექტურად და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ამომრჩეველზე არავითარი ზეწოლა არ მოუხდენია.


„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. შს მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნებისთვის შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ, მაგრამ მათი არაკანონიერი მოქმედება არსად არ დასტურდება, ეს იცის ყველამ. ასე რომ, ჩვენ თუ უსაფრთხოების ზომები მივიღეთ ამა თუ იმ რაიონში, ეს იყო არა იმისთვის, რომ ვინმეს ზეწოლა მოეხდინა ვინმეზე, ისე როგორც ეს მოხდა 2012 წელს. პირადად მე, ხაშურში ვიყავი სპეცრაზმი შევარდა საარჩევნო უბანზე და  ის შედეგი დააფიქსირებინეს კომისიის წევრებს, რაც მათ სურდათ.

 

არჩევნების მეორე ტურში კი კი ნებისმიერი პოლიციელი თუ სპეცრაზმელი, რომელიც შეიძლებოდა სადმე კადრში გამოჩენილიყო მათი ფუნქცია და როლი იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დამეთანხმებბა საზოგადოება, პოლიციის, ან უშიშროების ან სხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ჩარევა არსად არ ყოფილა" - განაცხადა სესიაშვილმა „იბერიას" ეთერში.


რაც შეეხება ხმების გადათვლას, რასაც ჩოჩელი ითხოვს, სესიაშვილის თქმით, ეს ცესკოს პრეროგატივა და გადასაწყვეტია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner