logo_geo
eng_logo
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტურის დროს დაწერილი საჩივრების განხილვა ხმაურით მიმდინარეობს
- +

1 ნოემბერი. 2016. 21:27



უკვე სამი საათია, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტურის  დროს დაწერილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. 


სხდომა პროტესტის ნიშნად საოლქო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან" ივანე პეტრიაშვილმა დატოვა.


მისი განცხადებით,  სხდომა ეთიკური ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, შესაბამისად მიმდინარე სხდომაზე საჩივრების განხილვა უშედეგოა.


მე როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა დავტოვე საჩივრების განხილვის დღევანდელი სხდომა, ვინაიდან პროცესი ჩემთვის მიუღებელია. უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ სხდომაზე ელემენტარული ეთიკური ნორმები არ არის დაცული. საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი მაღალი ხმით უყვირიან დამკვირვებლებს, არ აძლევენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას. შესაბამისად მე დავტოვე აღნიშნული სხდომა",-განაცხადა პეტრიაშვილმა.


პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარობს, სხდომაზე ასევე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ დაწერილი საჩივრები სხვადასხვა დარღვევთან დაკავშირებით. ასევე სიტყვიერი კამათი მოხდა კომისიის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, კომისიის წევრებმა მიიჩნიეს რომ მათ მიერ დაწერილ საჩივრებში აღწერილი დარღვევები რეალობას არ შეესაბამება.


ამ დროისთვის განხილული საჩივრებიდან დამკაყოფილებულია 48-ე და 26-ე უბნებზე დაწერილი განადებები და ამ უბნის თავმჯომარებს სხვადასხვა შინაარსის დარცევევის გამო საყვედური  გამოუცხადეს.


მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯომარე იაკობ ასანიძე აცხადებს, რომ დღეს განხილული საჩივრები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner