„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინათინ ბოკუჩავა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა, რომ „ოპოზიცია ბოლომდე გაბანძდა".
„არა და არ ვთვლი თავს „გაბანძებულად". უბრალოდ, უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულად. არა უშავს, თავი "გაბანძებულად" კი არ უნდა იგრძნოს ვინმემ და მით უმეტეს მაჟორიტარობისკანდიდატმა, ბრძოლის ახალი ჟინი უნდა მოგვეცეს. უნდა ვიფიქროთ რა შევცვალოთ, რა გზა მოვძებნოთ ბიძინას დამარცხებისთვის. თუ თავი "გაბანძებულად" ვიგრძენით და კიდევ იმის ძიება დავიწყეთ, ვისი ბრალია ეს "გაბანძება", შეგვიძლია მარტივად და ნერვიულობის გარეშე უბრალოდ დავიშალოთ.
ბრძოლა გამარჯვებამდე! ჩვენც ბევრი რამ უნდა გავიაზროთ. მე არ გამოვრიცხავ, 4 წელზე მალე ჩამოიშალონ. ვნახოთ. მაგრამ ყველაზე ცუდს, რასაც გავაკეთებთ, ერთმანეთის დაჭმა და შეურაცხყოფაა", - წერს ბოკუჩავა.