logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: 2-3 თვის განმავლობაში მე მექნება ინტენსიური ფიქრი...
- +

1 ნოემბერი. 2016. 22:12



,,დავით უსუფაშვილის პარტია არ იარსებებს, ისვე, როგორც ,,რესპუბლიკური პარტია" არ გამხდარა უსუფაშვილის პარტია", - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „იმედის" ეთერში განაცხადა.


მისი შეფასებით, მომავალი პარლამენტში პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან.


პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება არა გვარის და სახელების პარტიები, არამედ პარტიები, რომლებშიც მოღვაწეობენ სხვადასხვა ადამიანები. მგონია, რომ დამიგროვდა გარკვეული გამოცდილება ამ საქმეში. ვიცი სახელმწიფოს მშენებლობის ის ნიუანსები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრს უმნიშვნელო მიაჩნია. ვხედავ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში შექმნილია საკმაოდ რთული ვითარება, პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. მომავალ პარლამენტში ვხედავ, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს გარეთ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. 2-3 თვის განმავლობაში იძულებული ვიქნები მედიას ნაკლებად შევხვდე, რადგან ამ დროის განმავლობაში მე მექნება ინტენსიური ფიქრი, ანალიზი, განსჯა, არა ინდივიდუალურად, არამედ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც აქვს განცდა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება პოლიტიკური პრობლემების მოგვარება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner