logo_geo
eng_logo
სააკაშვილი: დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებმა „ბრილიანტის მწვანე“ შეასხეს
- +

1 ნოემბერი. 2016. 22:43

 

 

„ნაციონალური მოძრაობის"  წევრს, უკრაინის პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებმა „ბრილიანტის მწვანე"- ე.წ „ზელიონკა" შეასხეს. ამის შესახებ facebook-ზე  ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი წერს.


„დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებმა ქუჩაში ე.წ „ზელიონკა" შეასხეს. როგორც ჩანს, „ტიტუშკები" აღმერთებენ Halloween-ს. ღირს ბრძოლა საიმისოდ, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე"-წერს სააკაშვილი.

 

სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დავით საყვარელიძის ფოტოც განათავსა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner