„ირაკლი იქნება ნამდვილად ღირსეული თავმჯდომარე, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით საუბრისას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე ადასტურებს გავრცლებულ ინფომრაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ვიცე-პრემიერის თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით მიღებული არ არის.