„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრისას აშშ-ში მიმდინარე არჩევნებთან ავლებს პარალელს და პირობას დებს, რომ ყველა დარღვევაზე სათანადო რეაგირება იქნება.
„ნახეთ, რა ხდება ამერიკაში, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ყოველდღე ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს. ამიტომ, თუ რაიმე გადაცდენა იყო, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა არავინ, ვინც დანაშაული ჩაიდინა. გარწმუნებთ, რომ ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე," - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში".